06:52 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (939)
51 0 0

სომხეთის ნაკრების მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის აზრით, ხვალ მის გუნდს თბილისში საკმაოდ რთული მატჩი ელოდება

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში მისი გუნდისთვის საკმაოდ რთული იქნება. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში 15 ნოემბერს გაიმართა.

„ახლა ყველანი ვართ ორიენტირებული ხვალინდელ მატჩზე. არა მგონია, მაკედონიასთან წაგებამ ქართული გუნდის თამაშზე აისახოს, რადგან როდესაც მოთამაშე იცვამს ეროვნული ნაკრების მაისურს - ეს მისთვის უდიდესი პატივია. დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ თბილისიდან სამი ქულის წაღების იმედი გვაქვს“, - განაცხადა კაპაროსმა.

ესპანელ სპეციალისტი შეეხო გუნდის ლიდერისა და კაპიტნის, გენრიხ მხითარიანის არყოფნას, რომელიც იტალიის „რომა“COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ვერ დატოვა.

„რა თქმა უნდა, მხითარიანი - დიდი ძალაა ჩენი გუნდისთვის. მაგრამ მის გარეშე თამაში მოგვიწევს და ამის გამო წუწუნს არ დავიწყებთ. ნაკრებში ბევრია მოტივირებული ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი თამაშით სომხეთის ყველა ქომაგი გაახაროს“, - აღნიშნა კაპაროსმა.

უეფას ერთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით С დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქულათა იგივე რაოდენობა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, თუმცა ის ჩვენს გუნდს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. სომხეთის ნაკრების აქტივში ხუთი ქულაა და ის კვარტეტში მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფის ბოლოს ადგილის იკავებს ესტონეთი, რომელმაც ოთხ მატჩში ორი ქულა დააგროვა.

მატჩი საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ 15 ნოემბერს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

თემები:
სპორტის ამბები (939)

მთავარი თემები