14:26 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (934)
43 0 0

მომდევნო ბრძოლას ტოჩინოშინი გამართავს იაპონელი სუმოისტის წინააღმდეგ, რომლის დამარცხება ვერასდროს ვერ მოახერხა

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის მეექვსე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დაამარცხა დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ენდო. გორგაძემ მეტოქეს ძალისმიერი გაწევის ხარჯზე მარცხენა შებოჭვის - უვატეს გარეშე სძლია. ეს ორთაბრძოლა მეტოქეთა პორად დაპირისპირებაში მე-14 გახდა. პირადი შეხვედრების ანგარიშია 8:6 გორგაძის სასარგებლოდ.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი დადებითი გახდა. ქართველი სპორტსმენის ანგარიშზეა ოთხი მოგება და სამი დამარცხება.

მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მეათე მაეგაშირა მეისეის შეხვდება. სპორტსმენების პირადი შეხვედრების ანგარიშია 3:0 იაპონელი სპორტსმენის სასარგებლოდ.

მიმდინარე ბაშოს ლიდერია ოძეკი ტაკაკეისე, რომელმაც ტურნირის შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო. ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თემები:
სპორტის ამბები (934)

მთავარი თემები