გახარიამ საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გამარჯვება უსურვა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება, გახარია დარწმუნებულია, რომ მთელი საქართველო უქომაგებს ქართველ სპორტსმენებს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამო ნაკრების შემადგენლობას ორი აქტიური მოთამაშე და გუნდის ლიდერი გამოაკლდა, ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან დღეს დაგეგმილ მატჩში წარმატებას მიაღწევს. ამ სურვილით დაიწყო ხუთშაბათს გამართული მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი  - Sputnik საქართველო
ანგელოვსკი: მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის - თანაბარი მეტოქეების შეხვედრა

პრემიერი თქმით, ნაკრებს და სრულიად საქართველოს დღეს მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება, გახარია დარწმუნებულია, რომ ყველა უქომაგებს ქართველ სპორტსმენებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა მათთან ერთად ვიქნებით და ეს გამარჯვება სრულიად საქართველოსი იქნება. მინდა წარმატება ვუსურვო მათ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისში დღეს უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვებული 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0