საქართველოს სამბოს ნაკრები გუნდში კორონავირუსის გამო მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა

გამოწერა
მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, ამჟამინდელ მსოფლიო პირველობაში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატში სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 5–8 ნოემბერს, რადგან გუნდში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამბოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ელისეევმა განუცხადა.

„შევიტყვეთ, რომ ტურნირზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – საქართველოს ნაკრები ვერ ჩამოვა. გუნდში ბევრი დაავადდა კორონავირუსით, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი. ამის გამო ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა“, – განაცხადა ელისეევმა.

მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე, რომელიც გასულ წელს სეულში გაიმართა, ქართველ სამბისტთა ნაკრებმა (8 – მამაკაცი, 2 – ქალი) ჯამში 10 მედალი მიიღო. საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა (რუსეთისა და მონღოლეთის შემდეგ).

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებებს მაყურებელი არ დაესწრება.

ყველა ახალი ამბავი
0