21:52 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (933)
47 0 0

დორტმუნდის „ბორუსიას“ კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, სხვა უცხოურ კლუბებთან ერთად, კონკურენციას ესპანური „სევილიაც“ გაუწევს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გერმანულ გრანდში ვიხილოთ. „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველით დორტმუნდის „ბორუსია“ ინტერესდება. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალება transfermarketweb-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს აქტიურობას, რადგან კვარაცხელიათი, სხვა კლუბებთან ერთად, ესპანური „სევილიაც“ სერიოზულად ინტერესდება.

ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა>>

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, გერმანულმა გრანდმა ყაზანის „რუბინს“ პირველი შეთავაზებით უკვე მიმართა. ამ დროისათვის შეთავაზების პირობები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემტევს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს შემოთავაზებები ხუთი ცნობილი კლუბისგან ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელით იტალიური გუნდები „ტორინო“, „სასუოლო” და „უდინეზე” ინტერესდებოდნენ. მამუკას ასევე ბელგიური „გენტისა“ და ავსტრიის „ზალცბურგის“ წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ. ჯუღელმა აღნიშნულ შემოთავაზებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხვიჩას ჯერ კიდევ სჭირდებოდა რუსეთის პრემიერლიგაში გამოცდილების დაგროვება.

კვარაცხელია „რუბინში“ გასულ ზაფხულს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი 14 ოქტომბერს ერთა ლიგის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში უკვე რამდენჯერმე დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ. ის Transfermarket-ზე 7.5 მილიონად არის შეფასებული.

თემები:
სპორტის ამბები (933)

მთავარი თემები