09:39 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (928)
74 0 0

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კორტებზე დაბრუნებულ ბასილაშვილს სულ ჩატარებულ ათ მატჩში არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში 34-დან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

ბასილაშვილის რეგრესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონის აღდგენის შემდეგ წარუმატებელ ასპარეზობასთან არის დაკავშირებული. კორტებზე დაბრუნებულმა ბასილაშვილმა სულ ათი მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბოლო წარუმატებლობა ქართველმა სპორტსმენმა ვენაში გამართულ ტურნირზე განიცადა, სადაც კვალიფიკაციის პირველივე მატჩში სლოვაკ ნორბერტ გომბოშთან ორ სეტში წააგო – 6:7, 2:6.

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი ცუდი თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

პანდემიამდე ბასილაშვილს მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში 27-ე პოზიცია ეკავა. АТР-ს რეიტინგში მისი ყველაზე საუკეთესო პოზიცია მე-16 ადგილი იყო, რომელიც გასული წლის მაისი–ივნისში ეჭირა.

თემები:
სპორტის ამბები (928)

მთავარი თემები