17:51 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (872)
61 0 0

ფეხბურთელი შეცვლაზე 58-ე წუთზე გავიდა, თუმცა მან მატჩი ბოლომდე ვერ ჩაატარა და მინდორზე ნახევარ საათზე ნაკლები გაატარა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ყაზანია „რუბინის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ XI ტურის მატჩში „კრასნოდარის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და შეხვედრის 86-ე წუთზე მოედანი დატოვა.

რამდენად ძლიერი დაზიანება მიიღო ფეხბურთელმა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

„კრასნოდარის“ წინააღმდეგ მატჩში კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ გასულა მოედანზე. წინა დღეს „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ფეხბურთელი მიკროტრავმით დაბრუნდა.

თუმცა ქართველი ნახევარმცველი შეცვლაზე 58-ე წუთზე მაინც გავიდა. იმ დროისათვის „რუბინი“ 0:2 ანგარიშით აგებდა. თუმცა კვარაცხელიამ მატჩი ბოლომდე ვერ ჩაატარა და მინდორზე ნახევარ საათზე ნაკლები გაატარა. მოედნის დატოვება ქართველმა ფეხბურთელმა დამოუკიდებლად შეძლო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სლუცკის დაუსვეს კითხვა, რამდენად აისახა კვარაცხელიას დაზიანება თამაშის ხარისხზე. რაზეც მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა: „მას თითქმის საერთოდ არც უთამაშია. რა თქმა უნდა, აისახა“.

კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოქტომბერში სამიდან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე თამაშში თავისი წვლილი შეიტანა. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის წინააღმდეგ (1:0) ნახევარმცველმა ოქრიაშვილს პასი მიაწოდა, შედეგად კი პენალტი დაინიშნა. ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) კვარაცხელიამ ნაკრების შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

თემები:
სპორტის ამბები (872)

მთავარი თემები