23:46 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (872)
117 0 0

ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა მატჩამდე საკუთარი გუნდების შანსებზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში დღეს ქალაქ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის მე-2 ჯგუფში დაძაბული ვითარებაა, სადაც პირველ-მეორე ადგილებს 5–5 ქულით საქართველო და მაკედონია იყოფენ. ორივე გუნდი დღეს პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის ლიდერი გახდება და უშუალო მეტოქესთან უპირატესობას 3 ქულით გაზრდის.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პირველი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრამდე ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს და თავიანთი გუნდების შანსებზე ისაუბრეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ ანგელოვსკის განცხადებით, საქართველოსთან დაპირისპირება 12 ნოემბერს გასამართი ფინალის გენერალური რეპეტიცია იქნება.

მაკედონიის მთავარი დანაკლისი იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მაკედონიას მის გარდა დღეს კიდევ სამი მოთამაშის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

მატჩის წინ დანაკლისზე საქართველოს ნაკრების თავკაცმაც ისაუბრა.

„მაქსიმალურად მზად ვართ, თუმცა, მსგავსად მეტოქისა, ჩვენც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა. მაკედონია შემოქმედებით ფეხბურთს აჩვენებს და ადვილი მატჩი არ გველის“, – განაცხადა საქართველო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკედონიასთან დაპირისპირებაში გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და კიდევ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ასევე ცნობილი გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმის შესახებ.

ვაისის თქმით, ტრავმა არ არის სერიოზული, თუმცა ფეხბურთელს დასვენება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება უეფას ერთა ლიგის წინა სეზონის გათამაშების ფინალურ მატჩში. შეხვედრის გამარჯვებული 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

თემები:
სპორტის ამბები (872)

მთავარი თემები