„მეც ვიქნებოდი თამაშზე“: პრემიერმა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაამხნევა

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მატჩს დიდხანს ელოდებოდნენ საქართველოში. ათობით ათასი გულშემატკივარი ბოლო დრომდე ოცნებობდა „დინამო არენის“ ტრიბუნებზე ადგილის დაკავებაზე.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. გულშემატკივრისთვის რომ ნება დაერთოთ, დასწრებოდნენ საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო მატჩს „დინამო არენაზე“, პრემიერ-მინისტრიც მათ შორის იქნებოდა.

როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ქართველი გულშემატკივრები, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით იქცევიან და პოლიტიკოსებს მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

გულშემატკივარი ტრიბუნებზე - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო–ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ელემენტარული წესები, რომელზეც პოლიტიკოსი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის, პირბადის ტარებისა და დისტანციის ნაწილში, რაც რთული არ არის, ზოგიერთი პირიქით აკეთებს ამას, გამაღიზიანებლად. მაგრამ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები არჩევნების დღეს შესაბამისად შეაფასებენ. მთავარია, ამან ეპიდემიურად არ გაგვირთულოს მდგომარეობა“, – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს ღია სივრცეში 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. ამიტომ ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებას, როდესაც მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარება გადაწყვიტეს, ამის გათვალისწინება მოუწია.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსთან შეხვედრის წინ პირველი ვარჯიში გამართა

„200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში; აუცილებლად პირბადე და დისტანცია უნდა იყოს დაცული. 16 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში სტადიონზე ყოფნა, თუნდაც ეს ღია იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, შეზღუდულია. მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც ასე ვარ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ფეხბურთელები მოედანზე იმ ენერგიასა და მუხტს გრძნობენ, რომელიც დაგროვდა ქვეყანაში და თამაშის დღეს ეს მათ გამარჯვებაში დაეხმარება.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებელი არ დაესწრება.

ყველა ახალი ამბავი
0