Tbilisi Marathon ციფრულ ფორმატში: შეუერთდი საქველმოქმედო აქციას

© FB / Tbilisi City Hallმარათონი
მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მოძებნონ Tbilisi Marathon Challenge.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტრადიციული თბილისის მარათონი (Tbilisi Marathon) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ ღონისძიება ციფრულ ფორმატში მაინც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია. 

გერგეტის სამება, ყაზბეგი - Sputnik საქართველო
„დაუვიწყარი თავგადასავალი“ – 6 სექტემბერს ყაზბეგის მარათონი გაიმართება

მარათონში მონაწილეობა Strava-ს აპლიკაციის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული პროგრამაა, რომლის პლატფორმაზეც ყოველდღიურად 10 მილიონამდე სხვადასხვა სპორტული აქტივობები იტვირთება. ეს სპორტსმენებისთვის ერთგვარი სოციალური ქსელია.

მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მოძებნონ Tbilisi Marathon Challenge. ონლაინ–ჩელენჯს ავტომატურად რომ შეუერთდნენ, აუცილებელი პირობაა ერთი კილომეტრის გარბენა. შემდგომ კი ერთი თვის მანძილზე ყოველი გარბენის წინ მათ უნდა ჩართონ აპლიკაცია და აღრიცხონ შედეგი.

მარათონის მიზანია – 1 თვეში ყველა მონაწილის გარბენმა მთლიანობაში 500 ათასი კილომეტრი შეადგინოს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული მონაწილე ერთ თუ 150 კილომეტრს გაირბენს, მთავარია, რომ საერთო გარბენმა ნახევარ მილიონს მიაღწიოს.

გარდა ამისა, არსებობს ინდივიდუალური მოტივაციისთვის მინიმალური ლიმიტიც – 42,2 კილომეტრი, რის შემთხვევაშიც მონაწილეები ონლაინ–მარათონის სპეციალურ ბეიჯს მიიღებენ. ეს მანძილი მონაწილეს შეუძლია დაფაროს ერთ გარბენში, ან გადაანაწილოს რამდენიმე გარბენზე. მაქსიმალური ლიმიტი დაწესებული არ არის. რაც უდრო დიდია მონაწილის მიერ გავლილი მანძილი, მით უფრო დიდია მისი წვლილი.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, კომპანია HeidelbergCement მონაწილის მიერ გარბენილ თითოეულ კილომეტრში 0,1 ლარს გადაიხდის. შესაბამისად, მაქსიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში 50 ათასი ლარის ოდენობის თანხა ბენეფიციარს – ორგანიზაცია First step-ს გადაერიცხება.

დროისა და მანძილის ათვლა 27 სექტემბერს დაიწყო და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0