07:17 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (859)
87 0 0

თბილისში მატჩის გარდა, ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ორი გასვლითი თამაში ელოდება - სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ბელარუსის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად ეროვნულ გუნდში გამოიძახა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).

საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში 8 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

სლოვაკი სპეციალისტის გაფართოებულ სიაში 29 ფეხბურთელი მოხვდა:

მეკარეები:

გიორგი ლორია („ანორთოსისი“, „ფამაგუსტა“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები:

გურამ კაშია („სან ხოსე ერთკვეიკსი“, აშშ), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“,უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა), სოლომონ კვერკველია („როტორი“, ვოლგოგრადი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი)

ნახევარმცველები:

ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - „ტობოლი“,ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), გიორგი აბურჯანია („ოვიედო“, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, ვოლგოგრადი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია)

თავდამსხმელები:

გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - „ანორთოსისი“, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერთკვეიკსი“, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი“, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი“, პოლონეთი).

საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები თბილისში 5 ოქტომბერს შეიკრიბებიან. მზადება მომავალი სამი მატჩისთვის ტრადიციულად „ზესტაფონის“ ბაზაზე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები თბილისში უეფას ერთა ლიგის წინა გათამაშების ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება, შემდეგ მას ტურნირის ამჟამინდელი გათამაშების ორი გასვლითი მატჩი ელოდება - 11 ოქტომბერს ერევანში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, სამი დღის შემდეგ კი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.

უეფას ერთა ლიგის წინა გათამაშების მეორე ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის და კოსოვოს ნაკრებები შეხვდებიან.

 

თემები:
სპორტის ამბები (859)

მთავარი თემები