თბილისის „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას „ევროპა ლიგაში“ ასპარეზობა დაასრულეს

© Sputnik / Alexander Imedashviliუეფას ევროპის ლიგა. თბილისის „ლოკომოტივი“ - მოსკოვის „დინამო“
უეფას ევროპის ლიგა. თბილისის „ლოკომოტივი“ - მოსკოვის „დინამო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბებმა „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები წააგეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
ჭიაბრიშვილი: მატჩი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩვენთვის გამოწვევაა

„ლოკომოტივი“ გასვლაზე დამარცხდა ესპანურ „გრანადასთან“ ანგარიშით 0:2. ორივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 48-ე წუთზე ესპანელები წინ გაიყვანა დარვინ მაჩისმა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ხორხე მოლინამ საბოლოო ანგარიში გააფორმა. აღსანიშნავია, რომ „რკინიგზელები“ მეორე ტაიმის შუა პერიოდიდან უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რადგან მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევეს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისურმა კლუბმა გამანადგურებელი მარცხი განიცადა – ფარერების კუნძულების ჩემპიონმა „კლაქსვიკმა“ მას 6:1 მოუგო. შეხვედრის გმირი გახდა თავდამსხმელი პოლ კლეტსკარდი, რომელმაც ჰეტ-ტრიკი შეასრულა. „დინამოელთა“ მხრიდან პრესტიჟის გოლი ჟოზე ვიტორმა გაიტანა.

„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ. მანამდე უეფას „ევროპა ლიგის“ პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონთან“ 1:5 დამარცხდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ – ისრაელის „ჰაპოელთან“ (0:3).

ყველა ახალი ამბავი
0