12:34 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (814)
81 0 0

საფეხბურთო მატჩი ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან უელსის გუნდის სამ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კონაჰს ქუეის“ შორის, რომელიც რექსამში გაიმართება, ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა.

ამის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც უელსის გუნდის სამ წევრს აღმოაჩნდა, კიდევ ერთ ფეხბურთელს ინფექციის სიმპტომები აქვს. ამგვარად, თბილისურ კლუბთან თამაშის წინ „კონაჰს ქუეის“ მწყობრში მხოლოდ 14 ფეხბურთელი დარჩა.

უეფას წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ „კონაჰს ქუეის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მაინც გავიდეს მინდორზე.

„ჩვენს გუნდს რთული ამოცანა აქვს – მხოლოდ 14 მოთამაშით საქართველოს ჩემპიონს უნდა დაუპირისპირდეს. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მატჩი ღირსეულად ჩავატაროთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გარდა, რომელიც ფეხბურთელებს აღმოაჩნდათ, გუნდში კიდევ ტრავმირებული მოთამაშეებიც არიან, მათ შორის კლუბის ლიდერები – ჯორჯ ჰორანი და აერონ ედვარდსი.

მატჩი „კონაჰს ქუეისა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 17 სექტემბერს „რეიკორს გრაუნდის“ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თემები:
სპორტის ამბები (814)

მთავარი თემები