06:39 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (814)
61 0 0

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხჯერვე „ნარშავებმა“ მოიგეს.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ოქტომბერში შოტლანდიის გუნდის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ შოტლანდიის რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გუნდები ერთმანეთს 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს უკვე ოთხჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ოთხჯერვე „ნარშავებს“ ერგო. შოტლანდია იყო „ექვსი ერის“ წარმომადგენელი პირველი გუნდი, რომელმაც თბილისში ითამაშა. გასული წლის აგვისტოში გამართულ ტესტ-მატჩში სკოტებმა „ბორჯღალოსნები“ 44:10 დაამარცხეს.

23 ოქტომბრის ტესტ-მატჩის შემდეგ, 1 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში რუსეთის გუნდს შეხვდება ევროპის ერთა თასის დასკვნით თამაშში. ეს მატჩი 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიტანეს.

რაგბი: საქართველო VS რუსეთი – ცნობილი გახდა მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი>>

ნოემბრის შუა რიცხვებიდან კი საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ასპარეზობას დაიწყებენ ახალ ექსპერიმენტულ ტურნირზე „შემოდგომის ერთა თასი 2020“. თამაშები ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სტადიონებზე გაიმართება.

თემები:
სპორტის ამბები (814)

მთავარი თემები