07:43 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (821)
8110

მწვრთნელის თქმით, ჩვენს კარში გაშვებული გოლი ახალგაზრდა მცველის ნიკა მალის შეცდომის შედეგია, რომლისთვისაც ეს შეხვედრა დებიუტი იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მატჩის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ (1:1) განაცხადა, რომ მის გუნდს თამაშის მოგება შეეძლოა, მაგრამ ფრეც მისაღებია. 

„მოგება გვსურდა და შეგვეძლო კიდეც, მაგრამ, ვფიქრობ, ფრეც ნორმალური შედეგია. ბოლო წუთებში შეტევა გავაძლიერეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვების გოლის გატანა, შანსების მიუხედავად, არ გამოგვივიდა. წინ ბელარუსთან გადამწყვეტი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელებს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, რადგან ბევრს პრაქტიკის ნაკლებობა დაეტყო“, – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

Сборная Македонии забила гол сборной Грузии. Счет в первом тайме 1:1
© Sputnik / Alex Shlamov
ფეხბურთი. საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

ამასთან ვაისმა აღნიშნა, რომ გაშვებული გოლი ახალგაზრდა მცველის ნიკა მალის შეცდომის შედეგი იყო, რომლისთვისაც ეს შეხვედრა დებიუტი იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

„დაცვის მარცხენა ფლანგზე უკვე დიდი ხანია პრობლემები გვაქვს და გადავწყვიტეთ, რომ ნიკა მალის ეთამაშა. მან დაახლოებით 30 წუთი ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ გეთანხმებით, რომ გოლის დროს შეცდომა დაუშვა და შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიცაა და შანსი ცოტა ადრე მივეცი“, – აღნიშნა ვაისმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი კი მატჩის შედეგით კმაყოფილია.

Игор Ангеловский - главный тренер сборной Северной Македонии по футболу
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
იგორ ანგელოვსკი

„ჩვენმა გუნდმა დღეს ერთი ქულა მოიპოვა, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ძალიან რთული თამაში იყო კარგი გუნდის წინააღმდეგ. სომხეთთან პირველი თამაშის შემდეგ, საქართველოში წამოსვლამდე სულ 3-4 ვარჯიში გვქონდა და ამიტომ დღეს საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ... იმის მიხედვით, როგორც თამაში წარიმართა, კმაყოფილი ვარ და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“, – განაცხადა ანგელოვსკიმ.

Матч по футболу между сборными Грузии и Северной Македонии
© Sputnik / Alex Shlamov
ფეხბურთი. საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრებმა გოლი მე-13 წუთზე გაიტანა – თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა. საპასუხო გოლი 33-ე წუთზე სტეფან რისტოვსკიმ გაიტანა. ქართველ ფეხბურთელებს დაწინაურების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს.

უეფას ერთა ლიგაში ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს ოთხ–ოთხი ქულა აქვთ და ისინი С დივიზიონის II ჯგუფის სათავეში არიან. მესამე ადგილზე სამი ქულით სომხეთის გუნდია.

შემდეგ გასვლით მატჩს უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში საქართველო 11 ოქტომბერს სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

თემები:
სპორტის ამბები (821)

მთავარი თემები