12:43 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (821)
89 0 0

ბუდაპეშტში, ტოკიოსა და დოჰაში გამართულ ტურნირებზე გათამაშდება ქულები, რომელიც 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიების მოსაპოვებლადაა საჭირო

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გამოაცხადა, რომ 2020 წლის ბოლომდე ორგანიზაციის ეგიდით „დიდი სლემის“ სერიის ორი ტურნირი ჩატარდება - ბუდაპეშტში (ოქტომბრის ბოლოს) და ტოკიოში (დეკემბრის დასაწყისში).

ასევე ნათქვამია, რომ „მასტერსის“ სერიის ტურნირი დოჰაში (კატარი) მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში გაიმართება.

სამივე ტურნირი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ იქ გათამაშდება ქულები, რომელიც 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიების მოსაპოვებლადაა საჭირო.

რომელი ქართველი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ჯერჯერობით უცნობია.

„დიდი სლემის“ სერიის ბოლო ტურნირი ძიუდოში დიუსელდორფში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შედგა. იმ მომენტიდან COVID-19-ის პანდემიის გამო IJF-ის ეგიდით არცერთი ტურნირი არ გამართულა.

თემები:
სპორტის ამბები (821)

მთავარი თემები