22:18 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (816)
183 0 0

„საბურთალომ“ ვერ გაიმეორა შარშანდელი წარმატება, როდესაც კლუბმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია

თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. თბილისის „საბურთალომ“ უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში კვიპროსის „აპოლონთან“ ანგარიშით 1:5 წააგო და ტურნირში ასპარეზობა დაასრულა.

უკვე 30-ე წუთისთვის ქართული კლუბი აგებდა ანგარიშით 0:2 - ფრანგი თავდამსხმელი ბაგალი დაბოს დუბლის შემდეგ. „აპოლონი“ შესვენებამდე ფლობდა ძირითად უპირატესობას და „საბურთალოელებმა“ ვერცერთი დარტყმა ვერ განახორციელეს.

მეორე ტაიმში მასპინძელმა გააგრძელა შეტევა თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდების კარის მიმართულებით და 59-ე წუთზე მესამე გოლი გავიდა. მისი ავტორი დიგინი გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ „აპოლონმა“ სტუმრებს ცოტაოდენი ინიციატივის გამოჩენის საშუალება მისცა და გიორგი გულიაშვილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა.

თუმცა „საბურთალოსთვის“ ეს გოლი იმედის სულ პატარა ნაპერწკალი გახდა. 76-ე წუთზე დებომ ჰეტ-ტრიკი გააფორმა, ხოლო საბოლოო ანგარიში დაამყარა გიანიოტასმა, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე. აღსანიშნავია, რომ „საბურთალომ“ თამაში უმცირესობაში დაასრულა. 81-ე წუთზე მინდორიდან ანრი ჭიჭინაძე გააძევეს.

ამგვარად, „საბურთალომ“ ვერ გაიმეორა შარშანდელი წარმატება, როდესაც კლუბმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია.

თემები:
სპორტის ამბები (816)

მთავარი თემები