საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის რაინდი გახდა

© AFP 2024 / Vano Shlamovთეოდორა კახიანი (საქართველო) - როზელინა გრეგორიო (იტალია). ფარიკაობა
თეოდორა კახიანი (საქართველო) - როზელინა გრეგორიო (იტალია). ფარიკაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ ბაზაძეს უმაღლესი სპორტული წოდება საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს - მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი >>

ცერემონია 18 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონის - ნუგზარ ასათიანის სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში გაიმართა.

ბაზაძეს „სპორტის რაინდის“ წოდება საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

„ბატონ მერაბს მართლაც რომ განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფარიკაობის განვითარების საქმეში, წლების წინ როგორც წარმატებულ მოფარიკავეს, შემდგომ წლებში კი როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და არაერთი წარმატებული სპორტსმენის გამზრდელს, დღეს კი უკვე როგორც ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ალექსანდრე ჩივაძე - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჩივაძე: შეგვეძლო ოლიმპიადა მოგვეგო, მაგრამ ბიჭები „გადაიწვნენ“

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ბაზაძეს სპორტის რაინდის წოდება ლეგენდარული ქართველი მოფარიკავის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის ახლადგარემონტებულ დარბაზში მიენიჭა. ასათიანი ოლიმპიური ჩემპიონი 1964 წელს ტოკიოში გახდა. ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლისთვის გადადებული ოლიმპიური თამაშები, რომლის მასპინძელი ასევე ტოკიოა, წარმატებული იქნება ქართველი მოფარიკავეებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვებები გელით, მით უმეტეს იმ დიდი ტრადიციების, ჩვენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

ჩხენკელმა, თავის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან, ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად რეაბილიტირებული ფარიკაობის დარბაზი დაათვალიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

ფარიკაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და კეთილმოეწყო სავარჯიშო სივრცე, გარემონტდა გასახდელები და საშხაპეები, დარბაზის გარე ფასადი კი ოლიმპიური სიმბოლიკითა და „ოლიმპიელი მუშკეტერების“ მემორიალით გაფორმდა.

ფარიკაობის ფედერაციამ ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0