17:01 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
ოლიმპიადა 1980 (15)
36 0 0

ოლიმპიადის უცხოელი სტუმრები დარწმუნებული იყვნენ, რომ საბჭოეთში „კოკა-კოლას“ მსგავსს ვერაფერს აწარმოებდნენ, მაგრამ ქართულმა „ლაღიძის წყლებმა“ თუ „ბორჯომმა“ შაბლონები დაამსხვრია.

ზაფხულის XXII ოლიმპიადა მოსკოვში, რომელიც ერთადერთი ოლიმპიური თამაშები იყო სსრკ-ის ისტორიაში, საკავშირო ხასიათის ღონისძიებად იქცა. მართალია, შეჯიბრებები მხოლოდ ხუთ ქალაქში იმართებოდა, მაგრამ მათ მომზადებასა და ამა თუ იმ სახით უზრუნველყოფაში ყველა რესპუბლიკა იღებდა მონაწილეობას. 

ოლიმპიადა შესანიშნავი შანსი იყო რეგიონული მწარმოებლებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პროდუქცია. მართალია, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ ტანსაცმლის ხარისხის კუთხით საბჭოეთი ვერაფრით დაიკვეხნიდა, მაგრამ სხვა ვითარება იყო კვების პროდუქტების, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელების მხრივ.

ოლიმპიადისთვის ალკოჰოლური სასმელები მაშინდელი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ჩაიტანეს.

ისტორიკოსი ალექსანდრ ნიკიშინი იხსენებს: „ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ბევრნაირი ღვინო იყო: მოლდავური, ქართული, აზერბაიჯანული. იყო კონიაკიც. ყველაფერი საგულდაგულო შერჩევას და უსასტიკეს შემოწმებას გადიოდა“.  

Продукция коньячного завода им. Давида Сараджишвили
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
დავით სარაჯიშვილის ქარხნის პროდუქცია

ქართული ღვინო და არაყი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა პერიოდში ქართული პროდუქცია პირველ ადგილს იკავებდა კლასიკურ სამარკო ღვინოებს შორის. ოლიმპიადის ორგანიზებაზე საუკეთესო შეირჩა. საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყანას, ოლიმპიადის სტუმრებისა და სპორტული დელეგაციების წევრების ბახუსით უზრუნველყოფა დაევალა.

საქართველოს დამსახურებული მეღვინე ბონდო კალანდაძე მოგვითხრობს: 

— ალკოჰოლური სასმელების სია, რომლებიც საქართველოს ოლიმპიადისთვის უნდა მიეწოდებინა, კომპარტიის ცკ-ს ჰქონდა. ძნელია ასპროცენტიანი სიზუსტით ითქვას, მეტ ალკოჰოლს ვაწარმოებდით თუ არა ოლიმპიადის სამზადისში. მაშინ ამ ყველაფრით „სამტრესტი“ იყო დაკავებული. ვიცი, რომ „სამტრესტს“ პროდუქცია სპეციალურ ბაზაზე გადაჰქონდა. სამარკო ღვინო და კონიაკი მოსკოვში იოლად არ იშოვებოდა — მხოლოდ დახლის ქვეშიდან იყიდებოდა. საუკეთესო ქართული კონიაკი, ღვინო და შამპანური სპეციალურ ბაზაზე შეჰქონდათ, რომელზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა. სწორედ ამ ბაზიდან მარაგდებოდნენ პოლიტბიუროს წევრთა ოჯახები და ასევე სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც საბჭოეთში იმართებოდა. არც ერთ შეხვედრასა თუ სხვა ტიპის ღონისძიებას არ ჩაუვლია ქართული პროდუქციის გარეშე. ვიცი, რომ „სამტრესტს“ ოცამდე დასახელების ღვინო და ათი დასახელების კონიაკი შეჰქონდა იქ. ოლიმპიადის სტუმრებმა მაშინ, ქართული ღვინის გარდა, დავით სარაჯიშვილის უძველეს ქარხანაში დამზადებული კონიაკიც დააგემოვნეს.

Эмблема кампании Воды Лагидзе, украшавшая Тбилисский завод безалкогольных напитков в начале XX века.
© photo: Sputnik / Рухкян
„ლაღიძის წყლების“ ქარხნის ემბლემა მეოცე საუკუნის დასაწყისში

ოლიმპიადაზე მწვრთნელებს, მსაჯებსა თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს ალკოჰოლური სასმელების მიღებას არც არავინ უკრძალავდა და არც რაოდენობას უზღუდავდა. აი, სპორტსმენებს კი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უალკოჰოლო სასმელების უფლება ჰქონდათ.

„კოკა–კოლაზე“ გაზრდილი დასავლეთი დარწმუნებული იყო, რომ საბჭოეთში არაფერ მსგავსის წარმოება არ იცოდნენ. მაგრამ მათ შაბლონების სრული რღვევა ელოდათ — სადილსა თუ ვახშამზე მაგიდები სავსე იყო ქართული ლიმონათით, „ლაღიძის წყლითა“ და სახელგანთქმული „ბორჯომით“. თანაც ქართული „ლაღიძე“ ამერიკულ „კოკა–კოლას“ ათასგზის სჯაბნიდა.

თემები:
ოლიმპიადა 1980 (15)

მთავარი თემები