07:46 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
ოლიმპიადა 1980 (15)
20 0 0

ეს მულტიმედიური პროდუქტი ეხება არა იმდენად სპორტულ შედეგებს, რამდენადაც ოლიმპურ ატმოსფეროს ქვეყანაში 

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ის ჟურნალისტებმა 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ატმოსფერო შეისწავლეს. 

რამდენი დაიხარჯა მოსკოვის ოლიმპიადის მომზადებაზე, რას ყიდულობდნენ ჰონორარებით მედალოსნები, რა სახის ოპერაციებს ატარებდა „კაგებე“, შეეძლოთ თუ არა ლოცვა მორწმუნე სპორტსმენებს ათეისტურ საბჭოეთში — ყველაფერ ამაზე მოგითხრობთ პროექტი „მოსკოვი–80: რეტრო-tube“, რომელსაც Sputnik–ი ოლიმპიადის ორმოც წლისთავს უძღვნის.

ეს მულტიმედიური პროდუქტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული Sputnik–ის ცამეტი რედაქციისა და ასევე მოსკოვის ოფისის მუშაობის ნაყოფია. სააგენტოში ხაზს უსვამენ, რომ ეს პროდუქტი ეხება არა იმდენად სპორტულ შედეგებს, რამდენადაც ოლიმპურ ატმოსფეროს ქვეყანაში. 

პროექტის შესახებ საუბრისას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня–ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ანდრეი ბლაგოდირენკომ აღნიშნა:

„ეს პროექტი არა მარტო სპორტზე და არა იმდენად სპორტზეა. ეს პროექტი არის იმ ეპოქაზე, ხალხზე, ატმოსფეროზე, რომელშიც დიდი ქვეყანა ცხოვრობდა, იმაზეა, თუ როგორ ემზადებოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიებისთვის. ვიღაცას იმას გავახსენებთ, როგორ იყო ეს ყველაფერი, ვიღაცას კი მოვუთხრობთ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები 1980 წელს. პროექტში ჩვენ გამოვეყენებთ ყველა შესაძლო ფორმატს: ოლიმპიადის მონაწილეებისა თუ თვითმხილველების მონათხრობს, მათ შორის, სპორტსმენებისა და ჩინოვნიკებისა, უნიკალურ საარქივო ფოტოებსა და კინომასალებს, იქნება ინტერაქტიული ინფოგრაფიკაც — მოგზაურობა ოლიმპიურ მოსკოვში. და, რაღა თქმა უნდა, პროექტის მთავარი „ფიშკა“ — სერიალი „მოსკოვი–80: რეტრო-tube, რომლის თითოეული სერიის წამყვანიც ცნობილი ჟურნალისტები და ბლოგერები იქნებიან“. 

„მოსკოვი–80: რეტრო-tube“ — მრავალფრომატული პროექტი. ეყრდნობა მინი–სერიალს, რომლის წამყვანებიც გახდნენ ცნობილი მედიაპერსონები და ჟურნალისტები: თინა კანდელაკი, დმიტრი პუჩკოვი, დმიტრი გუბერნიევი, თრეველ–ბლოგერი მიხაილ რონკაინენი. ისინი მოგითხრობენ, რა გავლენა მოახდინა ოლიმპიადამ  მოდაზე სსრკ–ში, რა უცხო პროდუქტეი გამოჩნდა მაღაზიების თაროებზე, რა დაჯდა მოსკოვური თამაშები სხვა ოლიმპიადებთან შედარებით და როგორ მოახერხეს სპეცსამსახურებმა არ დაეშვათ სერიოზული ინციდენტები.

ვიდეორგოლები, ტექსტები, ინტერვიუები, ინფოგრაფიკა Sputnik–ის 13 რედაქციის საიტებზე, YouTube–ზე, Sputnik–ის ტელეგრამ–არხსა და ოფიციალურ აკაუნტებზე სოციალურ ქსელებში.

მასალების მომზადების პროცესში Sputnik–ის ჟურნალისტები ეძებდნენ ოლიმპიადასთან დაკავშირებულ დეტალებს, რაც იმ პერიოდის საბჭოეთს სრულიად მოულოდნელი, არაოფიციალური კუთხით წარმოაჩენს. პროექტის ავტორების თქმით, მოიძებნა უამრავი საინტერესო დეტალი: მაგალითად, ოლიმპიური ჩირაღდნის მოპარვის მცდელობა მინსკში, რომელიც მილიციამ ცაშალა, ან ისტორია იმაზე, რატომ მოუწყო ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ სახალხო სასამართლო გუნდის ერთ–ერთ წევრს.

სპეცპროექტის ერთი ნაწილი ეძღვნება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობას ოლიმპიადის მომზადებასა და ჩატარებაში. საუბარია არა მარტო სპორტსმენებზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საწვრთნელ ბაზებზე, მოსკოვში ყველა რესპუბლიკიდან გაგზავნილ მილიციონრებზე, თარჯიმნებზე, საუკეთესო ოფიციანტებსა და მზარეულებზე, მუსიკალურ კოლექტივებზე. Sputnik–ის თითოეულ საიტზე იქნება უნიკალური კონტენტი.

Sputnik-ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონულ ინტერნეტ-საიტებს 33 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას  მსოფლიოს 90–ზე მეტ ქალაქში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ფარსისა და ჩინურ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 80 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობა კი 20 მილიონს აჭარბებს. 24 სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შედის. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

 

თემები:
ოლიმპიადა 1980 (15)

მთავარი თემები