ლიანამ დიანას აჯობა: ქართველმა UFC-ში პირველ წარმატებას მიაღწია

© photo: Liana Jojua / FBლიანა ჯოჯუა
ლიანა ჯოჯუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯოჯუამ მეტოქეს თავისი საყვარელი ილეთი ჩაუტარა და აიძულა, რომ დანებებულიყო, ახლა კი ის, ტურნირის შედეგებით, ერთ-ერთ სპეციალურ პრემიას ელოდება.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა ლიანა ჯოჯუამ („მგელი“) თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა UFC (Ultimate Fighting Championship, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ტურნირზე, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში ჩატარდა.

პირველივე რაუნდის მესამე წუთზე ჯოჯუამ არმბარზე (ილეთი) დაიჭირა რუმინელი დიანა ბელბიტა.

რუმინელმა ორთაბრძოლა კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა. ჯოჯუამ ფეხებით დაიჭირა მეტოქის ხელი და მოძრაობის დასასრულებლად დიდი დრო აღარ დასჭირვებია – ბელბიტა დანებდა. ჯოჯუა ახლა ტურნირის შედეგებით ერთ-ერთი სპეციალური პრემიის პრეტენდენტია.

„ძალიან მიხარია – შესანიშნავი დღეა ჩემთვის. ილეთზე ვფიქრობდი – ჩემი საყვარელი ილეთია. მაგრამ არ მეგონა, რომ უკვე პირველ რაუნდში შევძლებდი მის გამოყენებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვე ამ ორი წლის განმავლობაში“, – განუცხადა ჯოჯუამ UFC-ს პრეს-სამსახურს მატჩის შემდეგ.

​შერეულ ორთაბრძოლებში 25 წლის ჯოჯუას ანგარიშზე სულ რვა გამარჯვება და სამი მარცხია.

ყველა ახალი ამბავი
0