08:08 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (54)
192 0 0

მოკლული ფეხბურთელის გუნდელები მოედანზე გავიდნენ მისი ფოტოს გამოსახულებიანი მაისურებით და დევიზით - „ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება, შაქარ!“

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მეორე გუნდმა გამართა პირველი მატჩი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან, რომელიც მცხეთაში დაუდგენელ გარემოებაში გარდაიცვალა.

გიორგის გუნდელები მოედანზე გავიდნენ მისი ფოტოს გამოსახულებიანი მაისურებით. თამაში გაიმართა დევიზით -„ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება, შაქარ!“

„საბურთალომ“ მარტივად მოუგო „სპაერს“ - ამხანაგური მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

„საბურთალოს“ აკადემიაში გიორგი მივიდა, როდესაც ათი წლისაც არ იყო. მან ითამაშა ყველა ასაკობრივ გუნდში - U-15, U-17 და U-19.

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ არაგვში 22 ივნისს მიაგნეს, რამდენიმე კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ის ბოლოს ცოცხალი ნახეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (54)

მთავარი თემები