13:03 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (755)
118 0 0

გუნდის ახალი მწვრთნელი „საბურთალოს" ყოფილი მწვრთნელი გახდება, რომლის დროსაც კლუბმა საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა და საქართველოს თასი მოიპოვა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სოსო ფრუიძემ „ლოკომოტივი" დატოვა. კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში", – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ფრუიძე „ლოკომოტივს" სამი თვე ხელმძღვანელობდა. „რკინიგზელებმა" კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საქართველოს ჩემპიონატის განახლების შემდეგ ორი მატჩი გამართეს. „მერანთან" თამაში ფრედ დასრულდა – 1:1, ხოლო თბილისის „დინამოსთან" „ლოკომოტივმა" მშრალი ანგარიშით წააგო – 0:4.

ფრუიძე „ლოკომოტივის" მეორე მწვრთნელი იყო პირველი ორი ტურის განმავლობაში. ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში კლუბს სათავეში ედგა ლევან კორღალიძე. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ორი მატჩი მოიგო („სამტრედიისა" და „ჩიხურას" წინააღმდეგ) და ჩემპიონატის ლიდერი გახდა. მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ხელმძღვანელობამ მასთან განშორება გადაწყვიტა.

„ლოკომოტივის" ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდება, რომელიც მანამდე დიდი ხანი მუშაობდა „საბურთალოსთან". სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა ეს კლუბი საქართველოს ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი, ასევე პირველად თავის ისტორიაში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

საქართველოს 2020 წლის სეზონის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორი ტურის მერე შეწყდა. ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში 25 ივნისს განახლდა. დღევანდელი მდგომარეობით გამართულია ოთხი ტური, რომლის ლიდერია თბილისის „დინამო" (8 ქულა). რაც შეეხება „ლოკომოტივს", ის შვიდი ქულით მესამე პოზიციაზეა.

თემები:
სპორტის ამბები (755)

მთავარი თემები