ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო

© courtesy of Georgian Football Federationახალი სტადიონი ბათუმში
ახალი სტადიონი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს და მისი მშენებლობის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

© photo: Georgian Government / FBახალი სტადიონი ბათუმში
ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო - Sputnik საქართველო
ახალი სტადიონი ბათუმში

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ძველი სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს, მას მერე ქალაქს სტადიონი არ აქვს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი.

ყველა ახალი ამბავი
0