08:04 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (755)
83 0 0

„ბასკონიას" კარგი შანსი აქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატი მოიგოს 2010 წლის შემდეგ პირველად, ხოლო შენგელიას, თავის კარიერაში პირველად – გახდეს ესპანეთის ჩემპიონი.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ესპანური საკალათბურთო კლუბი „ბასკონია", რომლის კაპიტანი საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელიაა, ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონას" შეხვდება.

ნახევარფინალში „ბასკონიამ" „ვალენსიას" 75:73 მოუგო. შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე თითქმის 27 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა დააგროვა 17 ქულა, გააკეთა ოთხი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

ფინალში 30 ივნისს „ბასკონია" „ბარსელონას" დაუპირისპირდება. გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე და მაშინ უფრო ძლიერი კატალონიური კლუბი აღმოჩნდა – 81:75.

XXI საუკუნის ქართული Dream Team - დასახელდა კალათბურთის ნაკრების სიმბოლური შემადგენლობა>>

ახლა „ბასკონიას" შესანიშნავი შანსი აქვს, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგოს ქვეყნის ჩემპიონობა, ხოლო შენგელიას, რომელიც კლუბში 2014 წლიდან თამაშობს, თავის კარიერაში პირველად – გახდეს ესპანეთის ჩემპიონი.

თემები:
სპორტის ამბები (755)

მთავარი თემები