21:19 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (757)
39 0 0

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისი– 9 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.  თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო იგი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ძირითადი განსახილველი თემა ქართველი სპორტსმენების ვარჯიშის განახლების საკითხი გახდა, ნათქვამია კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „COVID-19–ის პანდემიამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგში. კორონავირუსის გამო, ფაქტობრივად, შეწყდა ყოველგვარი სპორტული აქტივობა, გაუქმდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

სეოკ-ის აღმასკომის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, უახლოეს პერიოდში ქართველი სპორტსმენები შეძლებენ სრულფასოვანი ვარჯიშის განახლებას. ეს აუცილებელია სპორტული ფორმის აღსადგენად, შემდგომში კი სალიცენზიო და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობისთვის, აღნიშნავენ ოლიმპიურ კომიტეტში.

აღმასკომის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას კიდევ  ერთი წერილით მიმართონ.

 „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა დროულად განაახლონ ვარჯიშის პროცესი. მთავრობისგან პროტოკოლი მივიღეთ, რომლის შესრულებაც ჩვენი ოლიმპიელებისთვის არცთუ მარტივი იქნება. თავიდან მათ უნდა გაიარონ 14–დღიანი კარანტინი, შემდეგ  წვრთნები – ყველაფერი ეს დროში ძალიან გაიწელება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ მთავრობას თხოვნით, რომ იმ 200–მა სპორტსმენმა, მათ შორის, მათ, ვისაც ოლიმპიური ლიცენზია აქვთ, რაც შეიძლება მალე შეძლონ ფორმის აღდგენა, ვარჯიშის დაწყება, რომ მზად იყვნენ სალიცენიო ტურნირებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა მიმდინარე თვის ბოლომდე გადაწყდება“, – განაცხადა სეოკ–ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.  

მისი სიტყვებით, ზოგიერთი ტურნირის გამართვის თარიღი, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, უკვე ცნობილია. ამასთან, ხაბელოვმა დასძინა, რომ კონკურენტები წვრთნებს უკვე შეუდგნენ.

მოცემულ მომენტში საქართველოს სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე რვა ლიცენზია მოიპოვეს: ნინო სალუქვაძე (პისტოლეტიდან სროლა), გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), სალიხ ალახვერდიევი (კრივი), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი).
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში იმედი აქვთ, რომ ქართველი სპორტსმენები ტოკიოში 35 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას შეძლებენ.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.  თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო იგი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისი – 8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.

თემები:
სპორტის ამბები (757)

მთავარი თემები