04:05 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (697)
100 0 0

ვარჯიში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამო“ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით პაუზის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

თბილისის „საბურთალოს“ შემდეგ ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეორე გუნდია, რომელმაც ვარჯიში განაახლა.

ვარჯიში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. მოედანზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ იმყოფებოდა, ამიტომ გუნდმა ვარჯიში სამ ჯგუფად დაყოფილმა ჩაატარა.

„ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტი გაუცდათ და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგვეცა ჯგუფებად ვარჯიშის საშუალება და ჩვენც ეს პროცესი დავიწყეთ“, – განაცხადა კლუბს სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ.

მისი თქმით, გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები არაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ფიზიკურად მზადაა, თუმცა, არის ეკონომიკური სახის პრობლემები.

„პანდემიამ ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა და სწორედ ამიტომ გაუნახევრდათ ამ ეტაპზე ფეხბურთელებს ხელფასები. კლუბის ხელმძღვანელები მუშაობენ, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა ბალაძემ.

საქართველოს ჩემპიონატი მარტის დასაწყისში დაიწყო და ორი ტურის შემდეგ შეჩერდა. ბათუმის „დინამომ“ ორი ქულა დააგროვა და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის განახლდება საქართველოს ჩემპიონატი, ჯერჯერობით არ არის.

თემები:
სპორტის ამბები (697)

მთავარი თემები