კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში შევიდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მცველის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანის კიდევ ერთი მიზეზი კალაძის „მილანთან“ ერთად მოგებული თასების რაოდენობაა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. პორტალ Football Italia-ს ვერსიით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე იტალიის ჩემპიონატში მონაწილეთა სიმბოლურ ნაკრებში შევიდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა. 

სოლომონ კვერკველია - Sputnik საქართველო
ფეხბურთელების მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები - საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

„საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის "მილანის" მეომართაგან ერთ-ერთი დაუფასებელი იყო. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი მოთამაშე იყო, თუმცა, შესაძლოა, მისი ყველაზე დადებითი თვისება უნივერსალურობა გახლდათ, რომლის წყალობითაც ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ, 284 მატჩი ჩაატარა“, – ასე ახასიათებს კალაძეს Football-Italia.

ქართველი მცველის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანის კიდევ ერთი მიზეზი კალაძის „მილანთან“ ერთად მოგებული თასების რაოდენობაა.

„როსონერის“ შემადგენლობაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში იგი გახდა იტალიის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი, ორჯერ მოიგო უეფას და უეფას სუპერთასის ჩემპიონატები, ასევე კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.

სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში ასევე შევიდნენ ფეხბურთელები: მეკარე – სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია), მცველები – კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი), ნახევარმცველები – ზვონიმირ ბობანი (ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი), თავდამსხმელი – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა).

ყველა ახალი ამბავი
0