08:20 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (694)
103 0 0

შესაძლებელია, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ნოემბერში გაიმართოს, განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ გუნდს ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სსფ–ს იმედი აქვს, რომ ნაკრების მწვრთნელს ივნისამდე შეინარჩუნებს>>

„ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მარტის ბოლოს ამოეწურა. ხელშეკრულების მიხედვით დღეს საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს. ვაისმა იცის ჩვენი პოზიცია – გვინდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა და პლეი-ოფის მატჩებში სწორედ ის იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, თანამშრომლობით ვაისიც დაინტერესებულია, მაგრამ კონტრაქტზე ხელი ჯერჯერობით მოწერილი არ არის.

„100%-ით ვერაფერს ვიტყვით. მაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ ჯერ ამის თქმა არ შემიძლია“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

თავდაპირველად უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ მატჩების ჯერ ივნისში, ხოლო შემდეგ შემოდგომაზე გადატანის შესახებ განაცხადა.

„გამორიცხულია, რომ პლეი-ოფის მატჩები არ გაიმართოს, რადგან ევროპის ჩემპიონატის ოთხი მონაწილე უნდა გამოვლინდეს. უეფა კალენდრის დალაგების პროცესშია... შესაძლოა, საქართველო-ბელარუსის მატჩი ნოემბერში შედგეს. ეს ერთ-ერთი ვერსიაა“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ვაისი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წლის მარტში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში თავისი ჯგუფის ლიდერი გახდა და ტურნირის ნახევარფინალში ბელარუსთან თამაშის უფლება მოიპოვა. პლეი-ოფის გამარჯვებული 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (694)

მთავარი თემები