08:25 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (693)
47 0 0

თუ სუპერმარკეტში შეიძლება 50–50 ადამიანის შეშვება, მაშინ სტადონზე სირბილიც არ უნდა იყოს პრობლემა, მიიჩნევს მწვრთნელი

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კვიპროსის „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ივარჯიშონ ფეხბურთელებმა COVID-19–ის პანდემიის დროს. ამის შესახებ სპეციალისტმა ადგილობრივ მასმედიასთან განაცხადა.

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში გაურკვეველი დროით შეჩერდა. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს „ანორთოსისი“ და „ომონია“ უდგანან სათავეში 46–46 ქულით, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქეცბაიას გუნდი მეორე ადგილზეა.

„მათ შეუძლიათ ვარჯიში და სირბილი, როგორც ყველას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ქუჩაში ირბინონ, მათ შეუძლიათ სტადიონზე სირბილი ორ–სამ კაციანი ჯგუფში. მეტი არაფერი. სტადიონი დიდი და იქ დიდი სივრცეა. თუ სუპერმარკეტში შეიძლება 50–50 კაცის შეშვება და ეს პრობლემა არაა, სტადონზე სირბილიც არ უნდა იყოს პრობლემა“, – განაცხადა ქეცბაიამ.

აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი გამოდის: გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა.

თემები:
სპორტის ამბები (693)

მთავარი თემები