22:28 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (732)
8210

ქართველმა ფორვარდმა 343 ხმით 30-ე ადგილი დაიკავა. იგი სიაში ბრაზილიელ ჟარდელსა და იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს შორის მოხვდა.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამ ეტაპზე კი ტაშკენტის „პახტაკორის“ მწვრთნელი შოთა არველაძე ევროპის 50 საუკეთესო ბომბარდირს შორის დასახელდა, სია ფრანგულმა გამოცემა Maxifoot-მა შეადგინა.

ქართველმა ფორვარდმა 343 ხმით 30-ე ადგილი დაიკავა. იგი სიაში ბრაზილიელ ჟარდელსა და იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს შორის მოხვდა.

ბომბარდირთა სია ორი პირობის მიხედვით შედგა: ფეხბურთელს 2000 წლის შემდეგ ერთ სეზონში მაინც უნდა ეთამაშა და თავისი ნათამაშები მატჩების 40% ევროპაში უნდა ჩაეტარებინა. მაგალითად, არველაძემ პროფესიული კარიერა 1992 წელს დაიწყო და 2008 წელს დაასრულა. 

აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, სიაში ვერ მოხვდა ცნობილი თავდამსხმელი რომარიო. ბრაზილიელმა თავისი კარიერის მანძილზე 743 გოლი გაიტანა, თუმცა, ევროპაში სულ 166 მატჩი ჩაატარა.

Maxifoot-ის სიაში პირველ ადგილზე „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა – მის აქტივში 725 გოლია. შემდეგ მოდის ლიონელ მესი (697), მესამე ადგილზე კი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია (540).

შოთა არველაძემ პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1993 წლამდე თამაშობდა. შემდგომ მის კარიერაში იყო ისეთი კლუბები, როგორიცაა: „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), ჰოლანდიური „აიაქსი“ და AZ (Alkmaar Zaanstreek), „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ლევანტე“ (ესპანეთი). 

ევროპაში ასპარეზობისას არველაძე გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ორჯერ მოიგო შოტლანდიის პირველობა და ქვეყნის თასი, ასევე მოიპოვა თურქეთის თასი. „ტრაბზონსპორში“ ქართველი ფეხბურთელი 1995/96 წლის სეზონში თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

არველაძე ასევე არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. ნაკრების შემადგენლობაში თავდამსხმელმა მოწინააღმდეგეების კარში 26 გოლი გაიტანა.

თემები:
სპორტის ამბები (732)

მთავარი თემები