21:51 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (732)
42 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი ტურნირების უმეტესობა მომდევნო წლისთვის გადაიტანეს.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში უნდა გამართულიყო, ოფიციალურად ერთი წლით გადაიდო. გადაწყვეტილება FIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. 

"ევრობასკეტი–2022" ჩატარდება 1–18 სექტემბრის პერიოდში. აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი ტურნირების უმეტესობა მომდევნო წლისთვის გადაიტანეს.

ერთ-ერთი ასეთი ტურნირია ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა. მისი გამართვის ახალი თარიღია 2021 წლის 28 ივლისი – 8 აგვისტო. ძველი გრაფიკით „ევრობასკეტი–2021“ 2 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და ამ ვითარებაში კალათბურთელები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ძალების აღდგენას ვერ მოასწრებდნენ.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს, ამჯერად – როგორც მასპინძელი ქვეყანა, ჩვენი გუნდი შესარჩევი თამაშებიდან გათავისუფლებულია. ევროპის ჩემპიონატებზე ქართული ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგი 2015 წელს მერვედფინალში გასვლაა.

თემები:
სპორტის ამბები (732)

მთავარი თემები