18:07 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (697)
8610

მატჩი მოგვიანებით გაიმართება, როდესაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი რაგბიში ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში კვლავ გაურკვეველი დროით გადაიდო, ნათქვამია ევროპის რაგბის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება Rugby Europe-ის დირექტორთა საბჭომ ევროპის ასოციაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის თასის ამჟამინდელი გათამაშების სამივე დარჩენილი მატჩი (საქართველო–რუსეთი, ესპანეთი–პორტუგალია, რუმინეთი–ბელგია) აუცილებლად გაიმართება, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდება და ნაკრებები ამ მატჩების ჩასატარებლად მზად იქნებიან.

Rugby Europe-ის დირექტორთა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს ევროპის ჩემპიონატი U-18 და U-20 ასაკობრივ კატეგორიებში, რომლებიც წელს კალინინგრადსა (რუსეთი) და კიომბრაში (პორტუგალია) უნდა გამართულიყო.

საქართველო–რუსეთის მატჩი თბილისში 14 მარტს უნდა გამართულიყო. სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ტურნირის გამარჯვებული ვადამდე გახდა.

თემები:
სპორტის ამბები (697)

მთავარი თემები