08:51 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (691)
55 0 0

ჯერ არ არის ცნობილი, როდის გაგრძელდება კლუბური ტურნირები უეფას ეგიდით - ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, რომლებიც თებერვალ-მარტში შეწყდა

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის ივნისში არ ჩატარდება - ის კვლავ გადატანილია, ნათქვამია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის გადატანის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უეფასა და ევროპის საფეხბურთო ასოციაციის 55-ვე წარმომადგენელს შორის ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას. სავარაუდოდ, ყველა თამაში სექტემბერში გაიმართება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა, გადატანილია ევროპის 2021 წლის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებიც.

ჯერ უცნობია ასევე, როდის გაგრძელდება კლუბური ტურნირები უეფას ეგიდით - ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი "D" დივიზიონში საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, COVID-19-ის გამო 17 მარტს უეფაში გადაწყვიტეს ტურნირის ყველა მატჩის გადადება ამა წლის ივნისამდე. "D" დივიზიონის მეორე ნახევარფინალში უნდა ითამაშონ ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებმა. პლეი-ოფის გამარჯვებული ევრო-2020-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს >>

კორონავირუსის პანდემიის გამო უეფაში გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის გადატანა მომდევნო წლისთვის.

თემები:
სპორტის ამბები (691)

მთავარი თემები