21:32 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (664)
34 0 0

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტოკიოს ოლიმპიადა მომავალ წელს გაიმართოს.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში, შეიძლება 2022 წლისთვის გადაიტანონ, იუწყება ბერძნული გამოცემა Sportime.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტოკიოს ოლიმპიადა მომავალ წელს გაიმართოს. ამის გამო, შესაძლოა, მთელი სპორტული კალენდარი შეიცვალოს.

„ევრობასკეტი-2021 უნდა ჩატარდეს 2–19 სექტემბერს და თუ ტოკიოს თამაშები ივლისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაიმართება, მაშინ ორი შეჯიბრება, ფაქტობრივად, ერთმანეთს გადაფარავს. კალათბურთელებს ძალზე ცოტა დრო ექნებათ იმისთვის, რომ აღიდგინონ ძალები და მოემზადონ საკონტინენტო ბატალიებისთვის. მოვლენების ამგვარი განვითარება დაუშვებელია“, – წერს სპორტული პორტალი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გარკვეულ წრეებში არის მოსაზრება, რომ ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის შემოდგომაზე გადაიტანონ, რადგან ეს ერთადერთი თავისუფალი დროა FIBA-ს კალენდარში. 2023 წელს უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში გაიმართება.

თემები:
სპორტის ამბები (664)

მთავარი თემები