ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის, როტერდამისა და დუბაის ტურნირებზე ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამ მატჩში მარცხი განიცადა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (29-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში) ATP 500-ის სერიის დუბაის ტურნირი მეორე წრის შემდეგ დატოვა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილი გერმანელ ჩოგბურთელთან იან-ლენარდ შტრუფთან დამარცხდა – 0:2 (1:6, 0:6). შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. დუბაიში გამართული მატჩის შემდეგ ჩოგბურთელების კორტებზე შეხვედრის საერთო ანგარიში გათანაბრდა 2:2.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი წრის მატჩში ლიეტუველ რიჩარდას ბერანკისს (62) მოუგო ანგარიშით 2:1 (5:7, 7:6, 6:3).

ასე რომ, ბასილაშვილმა ავსტრალიის, როტერდამისა და დუბაის ტურნირებზე ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი წააგო.

გასულ წელს ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე საკმაოდ წარმატებულად წარდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მეოთხედფინალში მან ხორვატ ბორნა ჩორიჩთან (13) სამ სეტში წააგო – 6:4, 2:6, 6:7. მატჩი თითქმის ორსაათნახევარს გაგრძელდა.

Dubai Duty Free — ATP და WTA სერიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირია, რომელშიც გამარჯვება აქვთ მოპოვებული ჩოგბურთის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ვინუს უილიამსი. ტურნირი 2 მარტამდე გაგრძელდება და მისი საპრიზო ფონდი 2 529 840 აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0