ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© Sputnik / STRINGERგიორგი თუშიშვილი
გიორგი თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალურ შეჯიბრებაში გერმანელი იოჰანეს ფრეი დაამარცხა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „დიდი სლემის" სერიის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო რეიტინგში მესამედ გადაინაცვლა მეორე ადგილზე.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის ტურნირის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალურ შეჯიბრებაში გერმანელი იოჰანეს ფრეი დაამარცხა. იპონით გამარჯვებისთვის ქართველ სპორტსმენს სულ 43 წამი დასჭირდა.

გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა დიუსელდორფში მეორე ოქრო მოიგეს

თუშიშვილისთვის დიუსელდორფში წარმატება „დიდი სლემის" სერიის ტურნირებზე მეორე გამარჯვებაა. პირველი გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა 2017 წელს მოიპოვა.

თუშიშვილის გარდა, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა.

დიუსელდორფის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვეს. უფრო ადრე ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81), ბრინჯაო კი ვაჟა მარგველაშვილს ერგო (-66).

ყველა ახალი ამბავი
0