ქართველმა ჩემპიონმა შვიდი წელი მშენებლობებზე იმუშავა - ფოტო

© photo: Merab Dvalishvili / FBმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონის ძმა დარწმუნებულია, რომ მერაბი UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასა და თბილისში ჩემპიონის ქამრის ჩამოტანას შეძლებს.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტოპ-15-ის რეიტინგში მოხვედრილი 29 წლის მებრძოლის მერაბ დვალიშვილის ძმა, მიხეილი თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ძმის რთულ ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობს.

მერაბ დვალიშვილი პირველად UFC-ის 15 საუკეთესო მებრძოლს შორის მოხვდა >>

მიხეილის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე ჩანს, რომ მერაბი მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს.

„მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა რომ მას არ ყავდა სპონსორი მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელულად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ რასაც ყველა ვხედავთ“, - წერს მიხეილ დვალიშვილი.

მისი თქმით, მერაბს ერთი წუთითაც  არ დაუკარგავს პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ბრძოლაზე კი ქართული მუსიკის თანხლებით და ხელში ეროვნული დროშით გამოდის.

მიხეილს სჯერა, რომ მისი ძმა UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასა და თბილისში ჩემპიონის ქამრის ჩამოტანას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა ამერიკელ კენი კეისის, რომელიც თავისი დივიზიონის მე-15 პოზიციას იკავებდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-25, 29-28). გარდა ამისა, დვალიშვილმა დაამყარა რეკორდი ტეიკდაუნების რაოდენობით (ყველაზე მსუბუქ წონაში) - ერთ ორთაბრძოლაში 12 ტეიკდაუნი დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0