თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საფეხბურთო მოედანი ყვარელში ბრიტანული გამოცემა The Sun Dream Team-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.
გაზეთმა Facebook-ზე გამოაქვეყნა სტადიონის ფოტო, რომელიც ძველი ციხე-სიმაგრის შიგნით მდებარეობს.
„საქართველოს მეხუთე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთის გუნდ „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხე-სიმაგრის კედლებში მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მინდორზე თამაშობთ!“, - წერს The Sun Dream Team.
ყვარლის ციხე-სიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ის 1985–1987 წლებში აღადგინეს, ხოლო 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოენიჭა.