02:37 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (825)
67 0 0

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა, რატომ არიან აღშფოთებული მწვრთნელები და ვის წინააღმდეგ გაიმართა საპროტესტო აქცია

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. რომში ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ნაკრებებმა საპროტესტო აქცია გამართეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აბეთნაკ კურგინიანმა ისაუბრა, რით არიან უკმაყოფილო სპორტსმენები და მათი მწვრთნელები.

გუნდების მწვრთნელები დღეს შეეცადნენ გამოსულიყვნენ ფიცარნაგზე, საჭიდაო ხალიჩაზე, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება კენჭისყრის ახალი წესებით, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) მიიღო.

აქამდე კენჭისყრა ჯერ სპორტსმენების, შემდეგ კი მწვრთნელების (ან გუნდების წარმომადგენლების) უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა, ამ ჩემპიონატიდან კი მოჭიდავეებს კენჭისყრის შედეგებს თავიდანვე აცნობენ.

„ჩვენ უკვე მზა შედეგებს ვიღებთ. ჩვენი აზრით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ისინი ოლიმპიური თამაშების რეიტინგულ ტურნირებს და ოლიმპიადების კენჭისყრებს თავიანთი შეხედულებით ჩაატარებენ. ჩვენ რუსეთის, საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის და თითქმის ყველა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან ერთად გვინდოდა ხალიჩაზე გამოსვლა და ამ საკითხზე ყურადღების მიქცევა, რადგან ეს ძალიან უსამართლოა“, - განაცხადა კურგინიანმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე მიუახლოვდნენ საჭიდაო ხალიჩებს, როდესაც მათთან მივიდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი და საკითხის გადახედვას შეპირდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში რომში 10-16 თებერვალს იმართება.

 

 

თემები:
სპორტის ამბები (825)

მთავარი თემები