ახალი სტარტი: ბასილაშვილი როტერდამში ტურნირზე ასპარეზობას იწყებს

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის პირველ წრეში, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, ქართველი ჩოგბურთელი რუსეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი (28-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირზე ასპარეზობას იწყებს, სადაც პირველივე წრეში რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვს (15) შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა Rolex Paris Masters-ის პირველივე წრეში წააგო

ბასილაშვილმა სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო. Australian Open-ზე მან მხოლოდ პირველ წრეში გასვლა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლის ვუნ კვონ სონის (6-7, 6-4, 7-5, 3-6, 6-3) დამარცხება შეძლო.

რაც შეეხება ქართველ და რუს ჩოგბურთელებს შორის შეხვედრებს, საერთო ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდაა 2-1.

გასულ წელს ბასილაშვილმა ამავე ტურნირის პირველი წრე გადალახა. მეორე წრეში კი იგი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა.

როტერდამის ტურნირი ABN AMRO World Tennis Tournament 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი ორ მილიონ ევროზე მეტია. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი გაელ მონფისი.

ყველა ახალი ამბავი
0