21:49 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (616)
180 0 0

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც სპორტსმენი კლუბ Lavaur-თან მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა - მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. 28 წლის ბექა ბურდიაშვილი, ფრანგული კლუბ Graulhetois-ს მოთამაშე, საფრანგეთში ავარიაში დაიღუპა, ნათქვამია კლუბის Facebook-გვერდზე.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც სპორტსმენი კლუბ Lavaur-თან მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა. მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.

მისი გუნდის მოთამაშეებმა საზარელი ტრაგედიის შესახებ თამაშის წინ შეიტყვეს, როდესაც ტრადიციულ სადილზე შეიკრიბნენ. დაგეგმილი თამაში არ შედგა.

ბექა ბურდიაშვილს საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშია, ხოლო Graulhetois საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში -TOP-15-ში ასპარეზობს.

თემები:
სპორტის ამბები (616)

მთავარი თემები