09:09 23 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (611)
7010

მორის ყვითელაშვილი მეორე ქართველი მოციგურავეა ელენე გედევანიშვილის შემდეგ, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. ჩემპიონატი ამ დღეებში ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარეობს.

თავისუფალი პროგრამისთვის ყვითელაშვილმა 163.94 ქულა მიიღო და ჯამური 246.71 ქულით (მოკლე პროგრამაში - 82.77) საპატიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედლამდე ყვითელაშვილს სულ სამი მეასედი ქულა არ ეყო. მეორე ადგილზე გასულმა არტურ დანიელიანმა (რუსეთი) 246.74 ქულა მიიღო. ჩემპიონი გახდა რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი ალიევი (272.89).

კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავემ ირაკლი მაისურაძემ 214,47 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

ყვითელაშვილისთვის ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო საუკეთესო შედეგია კარიერის განმავლობაში. აქამდე მისი საუკეთესო მიღწევა 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი იყო.

ყვითელაშვილი მეორე ქართველი მოციგურავეა, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ელენე გედევანიშვილი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ასევე იბრძოლებენ ალინა ურუშაძე (ინდივიდუალური შეჯიბრება) და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას საცეკვაო წყვილი.

თემები:
სპორტის ამბები (611)

მთავარი თემები