ტოჩინოშინმა მეტოქე ერთი გდებით დაამარცხა

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ კომუსუბი გახდეს, ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე ათზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს და ათასობით ქართველის საყვარელი სპორტსმენია, ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშოზე ოძეკ ასანოიამასთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

დასავლეთის მეექვსე მაეგაშირამ ტოჩინოშინმა ასანოიამა მარჯვენა ხელით გდებით დაამარცხა. შეუიარაღებული თვალით ჩანს, რომ ტოჩინოშინი ბაშოზე სულ უფრო კარგ ფორმაში დგება.

ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
მესამე გამარჯვება: ქართველმა სუმოისტმა მეტოქე შეცდომაზე გამოიჭირა

ხვალ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმის შეხვდება.

ოკინოუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ფართო მხრებია. განსაკუთრებით ძლიერია მარცხენა მხარეს დგომში. მისი სიმაღლე 190 სმ, საბრძოლო წონა – 155 კგ. ტოჩინოშინის სიმაღლე 192 სმ, საბრძოლო წონა – 165 კგ.

ტურნირის მეათე დღის შემდეგ ტოჩინოშინს 5 მოგება და 5 წაგება აქვს.

ყოფილმა ოძეკმა ტოჩინოშინმა ამჟამინდელი სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო და იმისათის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე ათზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

ტოჩინოშინი წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოიხსნა >>

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0