21:16 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (616)
46 0 0

უეფას 2018/2019 წლების სეზონის fair-play რეიტინგის მიხედვით, ყველაზე სამართლიან ფეხბურთს ფინეთში თამაშობენ

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო უეფას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო fair-play („სამართლიანი თამაში“) ნომინაციაში „ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

გაიცანით Uniforia: „ადიდასმა“ „ევრო 2020“-ის ოფიციალური ბურთი წარმოადგინა – ვიდეო >>

უეფას 2018/2019 სეზონის fair-play რეიტინგით, საქართველოში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი შეინიშნებოდა. ამისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან ფულად ჯილდოს მიიღებს.

ფინეთი აღიარეს ყველაზე სამართლიანი ფეხბურთის ქვეყნად, ხოლო საუკეთესო ქომაგები, უეფას ვერსიით, ფარერის კუნძულებზე ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ჯილდო საქართველომ 2016/2017 სეზონზეც მიიღო.

უეფას შეფასება ეყრდნობა დელეგატის მოხსენებას ორგანიზაციის ეგიდით ყველა გამართული მატჩის შედეგების მიხედვით. მოხსენება დამკვირვებლებსა და არბიტრებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ იგზავნება.

უეფას რეიტინგი ყველა ეროვნულ ასოციაციას მოიცავს. ის ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა პოზიტიური დამოკიდებულება თამაშისადმი, მეტოქეებისა და მსაჯების პატივისცემა, ქომაგებისა და გუნდების წარმომადგენლების ქცევა, ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ასოციაციას შეუძლია მხოლოდ ერთი ჯილდოს მოპოვება, თუნდაც ის სამიდან ორ ან სამივე კატეგორიაშია გამარჯვებული.

თემები:
სპორტის ამბები (616)

მთავარი თემები