გაირკვა ქართველი ჩოგბურთელის პირველი მოწინააღმდეგის ვინაობა Australian Open-ზე

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა სეზონი АТР-ს რეიტინგში 26-ე ნომრით დაიწყო, თუმცა АТР Cup-ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ იგი სამი პოზიციით ჩამოქვეითდა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (29-ე ნომერი ATP-ს რეიტინგში) Australian Open-ის პირველ წრეში სამხრეთ კორეის წარმომადგენელს ვუნ კვონ სონს (83-ე) დაუპირისპირდება.

მელბურნში შეხვედრა ჩოგბურთელებისთვის პირველი იქნება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა Rolex Paris Masters-ის პირველივე წრეში წააგო

სეზონის სტარტზე ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ ტურნირში – АТР Cup-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ასევე, რომ 27 წლის ბასილაშვილმა სეზონი АТР-ს რეიტინგში 26-ე ადგილით დაიწყო, თუმცა აღნიშნულ ტურნირზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო იგი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში სამი პოზიციით ჩამოქვეითდა.

გასულ წელს ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრემდე მივიდა, სადაც ბერძენ სტეფანო ციციპასთან დამარცხდა ოთხ სეტში – 3:6, 6:3, 6:7, 4:6. იმისთვის, რომ რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო არ გაიუარესოს, მან მინიმუმ გასული წლის შედეგი უნდა გაიმეოროს.

Australian Open-ის მიმდინარე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 49 მლნ დოლარამდეა, მამაკაცთა შორის მოქმედი გამარჯვებული კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

 

ყველა ახალი ამბავი
0