20:23 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (757)
55 0 0

ქართველმა სპორტსმენმა აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირასთან შეხვედრისას წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო და დოჰიოდან გავიდა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშოს ტურნირის მეხუთე დღეს მესამე ბრძოლა წააგო. 

32 წლის ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას, 24 წლის მეისეის შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ცუდად არ დაუწყია, ქართველმა გოლიათმა შეცდომა დაუშვა, ვერ შეძლო წონასწორობის შენარჩუნება და დოჰიოდან გავიდა. 

ბაშოს მეხუთე დღის შემდეგ ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა – შეხვედრების საერთო ანგარიში 2:3 აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ ლევან გორგაძე მუხლის ტრავმის გამო არცთუ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია, მან ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაამთავროს, რათა რეიტინგში თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

მან გუშინ დასავლეთის მეხუთე მაეგაშირასთან, 25 წლის ენჰოსთან გამართული შეხვედრა წარმატებით დაასრულა.

ხვალ ქართველი სუმოისტი დასავლეთის მაეგაშირა შოდაის შეხვდება, რომლის ანგარიშზე ხუთიდან ხუთი გამარჯვებაა.

ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (757)

მთავარი თემები