21:01 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (56)
40 0 0

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ 2019 წლის შედეგებით ქართველი სპორტსმენი მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის WAF-ის (World Armwrestling Federation) კენჭისყრის შედეგებით, 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელი გახდა.

კენჭისყრა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 3 იანვარს გამოცხადდა. გამოკითხვის თითქმის ორი კვირის განმავლობაში „ქართველმა ჰალკმა“ 12 878 ხმა დააგროვა და უპირობო ლიდერი გახდა. მეორე ადგილზე ლიეტუვის წარმომადგენელი მინდაუგას ტარასაიტისი გავიდა 174 ხმით. 

2019 წელი სპორტსმენისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მან პროფესიონალური მკლავჭიდის ჩემპიონატის „ტოპ 8"-ის ფინალი მოიგო, რომელიც პოლონურ ქალაქ რუმიაში ჩატარდა.

ფინალში ლევან საგინაშვილი რუს სპორტსმენს ვიტალი ლალეტინს შეხვდა და დამაჯერებელი შედეგით (6:0) დაამარცხა.

ლევან საგინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა – 58 სმ.

თემები:
საქართველოს სიამაყე (56)

მთავარი თემები