ტოჩინოშინმა მეტოქე ჰაერში ასწია – ქართველი სუმოისტის ეფექტური გამარჯვება

© photo: Tochinoshin Tsuyoshi / FBლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სპორტსმენს აშკარა ფიზიკური უპირატესობა ჰქონდა – ტოჩინოშინი თავის 25 წლის მეტოქეზე უფრო მაღალი და მძიმეა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში ჰაცუ ბაშოს იანვრის ტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მეოთხე დღეს 32 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის მეხუთე მაეგაშირას, 25 წლის ენჰოს შეხვდა. თავიდანვე თვალშისაცემი იყო მათ შორის წონასა და სიმაღლეში განსხვავება. ქართველი სპორტსმენი 191 სანტიმეტრია და 177 კილოგრამი, ხოლო ენჰო – 168 სანტიმეტრი და 99 კილოგრამი. ტოჩინოშინმა დიდი სირთულის გარეშე მეტოქე ხელში აიყვანა და წრის მიღმა გადასვა.

ამ გამარჯვების წყალობით ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსიდან გამოვიდა. მისი შეხვედრების ანგარიშია 2:2. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოქეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან გორგაძე მუხლის ტრავმის გამო არცთუ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია, მან ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაამთავროს, რათა რეიტინგში თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველი სუმოისტი წლის გადამწყვეტი ტურნირისთვის ემზადება

ტოჩინოშინმა გუშინ დასავლეთის მაეგაშირა რიუდენთან ორთაბრძოლა წააგო.

ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0