ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

© photo: Georgian Tennis Federation / FBალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში 26-ე პოზიციიდან ჩამოქვეითდა და ახლა 29-ე ადგილზეა.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი АТР-ს განახლებულ რეიტინგში 121 პოზიციით მაღლა ავიდა და ახლა 557-ე ადგილზეა.   

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა Rolex Paris Masters-ის პირველივე წრეში წააგო

ახლახან ავსტრალიაში დასრულებულ АТР Cup-ის ტურნირზე საქართველო–ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მეტრეველმა ფრანკო რონკადელი დაამარცხა ანგარიშით 6:2, 6:1. სწორედ 26 წლის ქართველი სპორტსმენის ამ გამარჯვების წყალობით გახდა შესაძლებელი რეიტინგში ასეთი „ნახტომის გაკეთება“.

რაც შეეხება საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან საკუთარი პოზიციები გარკვეულწილად დათმო და АТР-ს რეიტინგში 26-ე პოზიციიდან 29-ზე ჩამოქვეითდა.

საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ჩამონათვალში ბასილაშვილი Australian Open-ზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ შეძლებს. ამისთვის ის „დიდი სლემის“ მიმდინარე სეზონის პირველი ტურნირის მესამე წრეში უნდა გავიდეს. გასულ წელს ბასილაშვილმა სწორედ ამ სტადიაზე დაუთმო ბერძენ სტეფანო ციციპასს (3:6, 6:3, 6:7, 4:6).

მიმდინარე წლის Australian Open სტარტს 20 იანვარს აიღებს და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 49 მლნ დოლარამდეა, მამაკაცთა შორის მოქმედი გამარჯვებული კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ყველა ახალი ამბავი
0